იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში, ქვეყანაში ბიზნესი მაქსიმალურად თავისუფალი იქნება.
ამის შესახებ მან დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
‘’ის ფაქტი, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ბიზნესი, პრაქტიკულად, ტერორის ქვეშ იყო,  საიდუმლო არავისთვის არაა. ამ ვითარების გამო, სახელისუფლებო წრეებთან  არაერთი ბიზნესმენი მჭიდროდ თანამშრომლობდა, იქნებოდა ეს ადგილობრივი თვითმმართველობა თუ ცენტრალური ხელისუფლება. ზოგიერთი მათგანი, ვინც მეგობრობდა სახელისუფლებო წრეებთან,  თავის მხრივ ატერორებდა  სხვა ბიზნესს. ბევრი ასეთი ფაქტი საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, მაგრამ,  ბიზნესმენებს შორის პრობლემები დაკონსერვებული იყო  იმიტომ, რომ  ყველაფერი წინა ხელისუფლების მიერ კონტროლდებოდა“ - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით,  როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, როგორც მოსალოდნელი იყო, ბიზნესებს შორის დავები გახშირდა. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












