საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ბოლო დროს მედიაში გახმაურებული, თბილისის მერის,
გიგი უგულავას სამივლინებო თანხების ხარჯვის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას ნაადრევად მიიჩნევს.
ამის შესახებ წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„გიგი უგულავას და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პირებს თუ აქვთ კანონთან პრობლემა, ამას გამოძიება დაადგენს, დღეს კი ამაზე ჩემი მხრიდან საუბარი ნაადრევზე ნაადრევია, რადგან ჯერ ჩვენ უნდა ვაცადოთ შესაბამის ორგანოებს, რომ ეს საკითხი შეისწავლონ“ - აღნიშნა მინისტრმა.

















