logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სტრასბურგში საქართველოდან 700 დასაბუთებული საჩივარია შესული
სტრასბურგში საქართველოდან 700 დასაბუთებული საჩივარია შესული
14:14 27.11.2012
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან 700 დასაბუთებული საქმეა შესული.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში მის მიერ სტრასბურგში განხორციელებული ვიზიტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, სტრასბურგში გასაჩივრებულ საქმეთა რაოდენობის შემცირება იყო და აგრეთვე ის, რომ საქართველოში დამკვიდრდეს კულტურა, რათა ადამიანის უფლებების დაცვა ხდებოდეს საქართველოს სასამართლოების მიერ და მოქალაქეებს არ უწევდეთ საზღვარგარეთ სიარული იმისთვის რომ საკუთარი სიმართლე ამტკიცონ.

„სტრასბურგის სასამართლოს აქვს 700 ქართული დასაბუთებული საქმე. დაახლოებით ამდენივე საქმეა შესული, რომელიც პირველი შეხედვით დასაბუთებული არ არის. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. მაგალითად საფრანგეთს, რომელიც ჩვენზე გაცილებით დიდი ქვეყანაა, სულ 60 დასაბუთებული საქმე აქვს. სტრასბურგის სასამართლო ჩვენს შეთავაზებას, განსახილველი საქმეების შემცირების შესახებ ძალიან პოზიტიურად შეხვდა. იმ 700 დასაბუთებულ საქმეზე, როგორც კი მათ შესახებ სტრასბურგის სასამართლო შეგვატყობინებს, იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს მომჩივან მხარესთან საქმის მორიგებით დასრულების შესახებ “ - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება საქმეებს, რომლებიც ჯერჯერობით სტრასბურგში გასაჩივრებული არ არის, სამინისტრო ეცდება ისინი სტრასბურგში წასვლამდე მოაგვაროს.

„მინდა ვუთხრა ყველა მომჩივანს და მათ შორის იმ 700-მდე ადამიანს, რომლებსაც სარჩელი აქვთ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი, თუ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არის შანსი იმისა, რომ მათი საქმე ქვეყნის შიგნით მოგვარდეს, ჩვენ მზად ვართ, მათი კონკრეტული საკითხი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით უფრო მოკლე ვადაში მოვაგვაროთ, ვიდრე ეს სტრასბურგში მოხერხდება“ - განაცხადა მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა