შინაგან საქმეთა სამინისტროს 7-ე განყოფილების თანამშრომლებმა ყაჩაღობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. 
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 ნოემბერს,  დანებით შეიარაღებულმა სამმა პირმა ანაპის დივიზიისა და ჩარგლის ქუჩების კვეთაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ 'ვისოლის~ ოპერატორს, 1990 წელს დაბადებულ კახა ზაქაშვილს კომპანიის კუთვნილი 195 ლარი, პირადი მობილური ტელეფონი და ოქროს ბეჭედი გასტაცეს. 
ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა ეჭვმიტანილები დააკავეს. 
ამოღებულია ნივთმტკიცებები. დაკავებულებმა  ჩადენილი დანაშაული აღიარეს. გამოძიებას 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით შს მე-7 განყოფილება  აწარმოებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












