იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ მამუკა ახვლედიანი დაინიშნა. 
ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამია ფხაკაძე კი რუსთავის საქალაქო სასამართლოში განახორციელებს თავმჯდომარის უფლებამოსილებას.
როგორც „ნიუსპრესს“ საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, მამუკა ახვლედიანი  2000-2007 წლებში მუშაობდა  უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობებზე, 2007 წელს დაინიშნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ, ხოლო 2007 წლის სექტემბრიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა.
რაც შეეხება მამია ფხაკაძეს, ის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010  წლის  ივლისიდან  თავმჯდომარეობდა.  
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












