საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „მწვანეთა პარტიის“ ეკოლოგიური სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც პარტიამ 2012 წლის  20 მარტს შეიტანა. 
სარჩელში პარტია საქართველოს განადგურების (ეკოციდის) კანონის გაუქმებას ითხოვს.
კანონის თანახმად, თუ მეწარმე გადაიხდის განსაზღვრულ თანხას, მის მიერ გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი ყველა დანაშაული ჩაითვლება კანონიერად და მას აღარ დაეკისრება არანაირი სახის პასუხისმგებლობა.
სასამართლო სხდომის წინ პარტიის თავმჯდომარე სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც  პარტიის  საკონსტიტუციო სარჩელის შინაარსი და მოთხოვნები გამოქვეყნდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












