შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის #1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე,  
სასაზღვრო განაწესმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესების დარღვევის ფაქტზე მოქალაქე დააკავა.
სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულს პირადობის დამადასტურებელი საბუთი არ ჰქონდა და მისი განმარტებით, ის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვალენტინ კისტანოვია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის  საგამოძიებო-ოპერატიული   განყოფილება აწარმოებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












