შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის #3 სამმართველოს (ახალციხე) ტერიტორიაზე, 
სასაზღვრო განწესმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიების შედეგად სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მოქალაქე დააკავა.
სასაზღვრო პოლიციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ აღმოაჩნდა. მისი განცხადებით, ის სომხეთის მოქალაქე ჰაუკ ხაჩატურიანია.
დაკავებული სასაზღვრო პოლიციის (აღმოსავლეთის) ახალციხის საგამოძიებო-ოპერატიულ განყოფილებაშია გადაყვანილი.  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344 ე  მუხლის  I ნაწილით მიმდინარეობს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












