თბილისში, ნინოშვილის ქუჩა #24ა-ში მდებარე ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე,
2012 წლის 25 ნოემბერს მოკლული სოსო ჩიქობავას მკვლელობის საქმე გახსნილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, დგინდება რომ გარდაცვლილ ს. ჩიქობავას ბინასთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა ნიკოლოზ ხუბაშვილთან, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს განყოფილებისა და ძველი თბილისის შს სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში დაკავებული იქნა ქ.თბილისში მცხოვრები, 1955 წ. დ ნიკოლოზ ხუბაშვილი.
დაკავებულმა დანაშაული აღიარა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.
საქმეზე წინასწარი გამოძიება გრძელდება.
1969 წელს დაბადებული სოსო ჩიქობავა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით იქნა მოკლული. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულია 6 ცალი გასროლილი მასრა.

















