ღუდუშაურის კლინიკაში პატიმრებს შორის მომხდარი ინციდენტის დროს ბადრაგის თანამშრომელი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანილ პატიმრებს შორის გვიან ღამით დაპირისპირება მოხდა, ბადრაგის თანამშრომელი კი მაშინ გარდაიცვალა როდესაც პატიმრების გაშველებას ცდილობდა.
კლინიკაში სამ პატიმართან ერთად დაახლოებით ათამდე ბადრაგის თანამშრომელი იმყოფებოდა. გარდაცვლილის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროში რამდენიმე წუთში სპეციალური ბრიფინგი გაიმართება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












