logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი ქელბაქიანის და არჩილ ჩოგოვაძის დაკავებასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი ქელბაქიანის და არჩილ ჩოგოვაძის დაკავებასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს აქვეყნებს
12:03 23.11.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, „თბილისის წყლის“ ყოფილი გენერალური დირექტორისა და კომპანია „ენ სი სი“ -ს დირექტორის გიორგი ქელბაქიანისა და ამავე კომპანიის ფინანსური მენეჯერის არჩილ ჩოგოვაძის დაკავებასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს აქვეყნებს.

„გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2009 – 2012 წლებში კომპანია „ენ სი სი“ სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მთავრობის დაკვეთით ექსკლუზიურად ასრულებდა. ამ წლებში დაკვეთების საერთო ღირებულებამ 200 მილიონ ლარამდე შეადგინა. დედაქალაქის საბიუჯეტო სახსრებიდან გაცემული თანხების განკარგვას კომპანია „ენ-სი-სი“ სხვადასხვა კორუფციული სქემებით ახორციელებდა. ერთ-ერთ ასეთი სქემა ერთ კონკრეტულ საქმეზე გამოძიების მიერ უკვე გამოვლენილია. კერძოდ, გიორგი ქელბაქიანის პირადი კომპიუტერის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ „ენ სი სი“ - ს ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე გიორგი ქელბაქიანს ელექტრონული ფოსტით უგზავნიდა ცხრილებს, სადაც ნათლად ჩანს თუ რა რაოდენობის თანხებს ურიცხავდნენ 2009-2012 წლებში ფიზიკური პირს გოჩა დარსაძეს სამშენებლო სამუშაოებისათვის. აუდიტორების მიერ შედგენილი შუალედური ცნობის თანახმად, ლეპტოპის დათვალიერების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციასა და საბანკო ამონაწერებს შორის აღმოჩნდა რადიკალური განსხვავებები.
ფაქტიურად, შპს „ენ სი სი“-ს მიერ 2009-2012 წლებში გოჩა დარსაძისათვის და მისივე კონტროლის ქვეშ მყოფი შპს ,,გვირაბგამყვანი“-სათვის კონტრაქტის გარეშე სულ ჩარიცხულია 6 589 925 ლარი, საიდანაც შპს „ენ სი სი“ - ს დირექტორმა გიორგი ქელბაქიანმა და ფინანსურმა დირექტორმა არჩილ ჩოგოვაძემ ე.წ. „ატკატი“-ს სახით უკან დაიბრუნეს 2 535 546 ლარი“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებაში.

გარდა აღნიშნული ფაქტებისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, კომპანია „ენ სი სი“ არ იხდიდა გადასახადებს და საგადასახადო სამსახურს ნულოვან დეკლარაციას აბარებდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა