გლდანის საპყრობილე შინაგან საქმეთა სამინისტროს 4-მა ყოფილმა მაღალჩინოსანმა გირაოს გადახდის შემდეგ, წუხელ დატოვა.  
გიორგი ყავლაშვილი, ვასილ ჯამალაშვილი, ავთანდილ სოლომონიშვილი და გიორგი ჯავახიძე გირაოს თანხის გადახდის შემდეგ განთავისუფლდნენ. 
 თბილისის სააპელაციო სასამართლომ 22 ნოემბერს წინასწარ პატიმრობაში მყოფ გიორგი ჯავახიძეს გირაოს სახით 10 000-ლარი, გიორგი ყავლაშვილს - 15 000 ლარი, ვასილ ჯამალაშვილს - 3 000 ლარი, ავთანდილ სოლომონიშვილს კი - 5 000 ლარი დააკისრა. 
მათი სარჩელი სასამართლომ 22 ნოემბერს დააკმაყოფილა და ისინი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












