სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  
სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული სატელეფონო შეტყობინებებისა და მსჯავრდებულთა მომართვების საფუძველზე, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სპეციალური შემოწმებები ჩატარდა.
სამინისტროს ინფორმაციითვე, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სასჯელაღსრულების სისტემიდან დათხოვნილი იქნა 16 მოსამსახურე, 2 პირს კი  საყვედური გამოეცხადა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












