,,უფელებადამცველთა გაერთიანება’’ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარის მამია ფხაკაძის 2012 წლის 5 ნოემერს მიღებულ ბრძანებას ასაჩივრებს და დათხოვნილი მანდატურების სამსახურში აღდგენასა და იძულებით არყოფნის პერიოდში მათი ხელფასის 
განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს. 
გაერთიანების თავჯდომარის  ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სასამართლოს მანდატურები წლების მანძილზე ხედავდნენ, როგორ აკეთებდა უშიშროების სამსახური ფარულ ჩანაწერებს ადვოკატებისა და ნაფიცმსაჯულების მაგიდების ქვეშ,როგორ მზადდებოდა 500 კაციანი საკნები და როგორ ამზადებდნენ მანდატურებს მუხროვანის ბაზის ინსტრუქტორები წინასაარჩევნო პერიოდში, რაც მათ მოვალეობაში არ შედიოდა. მისივე თქმით, სასამართლოს თავჯდომარის მოადგილე მანდატურის სამსახურზე მუდმივად თვითნებობდა, რამაც მანდატურების პროტესტი გამოიწვია. პროტესტის გამოხატვის შემდეგ მანდატურები სამსახურიდან დაითხოვეს. „ეს ფაქტი  წინააღმდეგობაში მოდის საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 95 მუხლთან. უფლებადამცველთა გაერთიანება იმედოვნებს რომ  მანდატურების  სამსახურში დაბრუნება კანონის ფარგლებში მოხდება“ - განაცხადა მჟავანაძემ.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












