logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მებაჟეები და რამდენიმე კომპანიის მმართველი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მებაჟეები და რამდენიმე კომპანიის მმართველი დააკავა
18:21 21.11.2012

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქართველოში სპირტის კონტრაბანდასტან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ:


"2006-2007 წლებში საქართველოში შეიქმნა შეზღუდული პაუხისმგებლობის საზოგადოებები, რომლებიც2012 წლის ოქტომბრამდე ფუნქციონირებდნენ და რომელთაც საქართველოში ხორბლის 96%-იანი სპირტის შემოტანა, გადამუშავება, დაძველება და შემდეგ მისი რეექსპორტისა და ექსპორტის რეჟიმებით საზღვარგარეთ გატანა უნდა განეხორციელებინათ. 
აღნიშნულ ვითომდა ერთმანეთისგან დამოუკიდებელ შპს-ებს ფიქტიურად დანიშნული დირექტორების ნაცვლად, მართავდნენ ერთიდაიგივე პიროვნებები, რომელნიც შემდეგი დანაშაულებრივი სქემით მოქმედებდნენ:
ერთ კომპანიას - შპს "განთიადს" უკრაინიდან საქართველოში შემოჰქონდა ხორბლის 96%-იანი სპირტი, რომელსაც გადამუშავების რეჟიმში აქცევდა და ყიდვა-გაყიდვის შესაბამისი პროცედურების გარეშე გადასცემდა მეორე კომპანიას- შპს "ნაფარეულს", რომელიც თავისმხრივ, ტექნოლოგიური "მანიპულაციებით" ხორბლის სპირტისგან ღებულობდა საკონიაკე სპირტს.კომპანია "განთიადს" სჭირდებოდა გადამუშავების რეჟიმში მოქცეული ხორბლის სპირტის დოკუმენტალური "განაშთვა", რომელიც რეალურად მას უკვე გადაცემული ჰქონდა ქვეყნის შიგნით კომპანია "ნაფარეულისთვის".
ამის შემდეგ, სქემაში ერთვებოდა საქართველოს საბაჟო სამსახური, რომლის თანამშრომლებიც საბაჟო დეკლარაციებსა და აღრიცხვის მოწმობებში ყალბი მონაცემების შეტანით, ასრულებდნენ საბაჟო პროცედურებს და ადასტურებდნენ საბაჟო დოკუმენტაციის სისწორეს, რის მიხედვითაც საქონელმა ვითომდა, დატოვა საქართველოს ტერიტორია.
ამავე სქემით ყალბდებოდა საბაჟო დოკუმენტაცია ხორბლის სპირტის ტრანზიტის დროსაც. საქონელი იმპორტის რეჟიმში მოქცევისა და საბაჟო გადასახდელების გადახდის გარეშე იყიდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ საბაჟო სამსახურის მონაწილეობით, საბაჟო დეკლარაციებში Yყალბი მონაცემების შეტანით, ფიქსირდებოდა რომ საქონელმა თითქოს დატოვა საქართველოს ტერიტორია.
ზემოაღნიშნულმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა სახელმწიფოს მიაყენეს ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის ზიანი.
აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ძიებას აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. დაკავებულნი არიან კომპანიების ფაქტიური მმართველები და საბაჟო მოხელეები. ძიების მსვლელობისას გამოიკვეთა დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა კომპანიების მონაწილეობაც" - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.


 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა