logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მესტიაში საკუთრების უფლების ხელყოფის საქმეებზე კანდიდ კვიციანის ინტერესები იკვეთება
მესტიაში საკუთრების უფლების ხელყოფის საქმეებზე კანდიდ კვიციანის ინტერესები იკვეთება
14:54 21.11.2012
მესტიაში საკუთრების უფლების ხელყოფის ახალი ფაქტები ფიქსირდება. ადგილობრივი აეროპორტის ასაფრენი ბილიკის გაფართოებას და წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრება ეწირება.

ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 2011 წლის 3 მაისსს და 15 ივნისს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გამოაცხადა ტენდერი მესტიაშიწყალმომარაგების სათავე ნაგებობის და წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის შესახებ. პირველ ტენდერშიგამარჯვებულად დასახელდა „ენგური 2006“ და შპს „დაგი“, ხოლო მეორე ტენდერი შპს „ენგური 2006-მა“ და შპს „ნიუ ენერჯიმ“ მოიგეს. საერთო სატენდერო თანხამ შეადგინა 17, 396 607 ლარი. ოფიციალური მონაცემებით, შპს „ენგური 2006-ის“ 50% წილის მფლობელი არის მესტიის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი კანდიდ კვიციანი.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წყალმომარაგების ნაგებობის მშენებლობის მიზნით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა მესტიაში მცხოვრებ 27 მესაკუთრეს მიწის სანაცვლოდ 1კვ.მ-ზე 3.60 - 4 ლარის ოდენობით კომპენსაცია შესთავაზეს. მოსახლეობა ამ პირობებს არ დაეთანხმა, თუმცა, როგორც მესაკუთრეები აცხადებენ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანიის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ისინი დათანხმდნენ შეთავაზებულ პირობებს.
მესტიის ასაფრენი ბილიკის გაფართოება ამა წლის მაისის თვეში დაიწყო. მშენებლობის დაწყებამდე მესტიის იმჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი კანდიდ კვიციანი შეხვდა მიწის მესაკუთრეებს და დაჰპირდა, რომ მშენებლობისათვის საჭირო მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხა განისაზღვრებოდა 1 კვ.მ-ზე 10 ლარის ოდენობით. თუმცა, ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად შეხვედრაზე მისულ მესაკუთრეებს საკომპენსაციო თანხა 3.60 ლარამდე შემცირებული დახვდათ. საკომპენსაციო თანხის შემცირების გამო ზოგიერთმა მესაკუთრემ უარი განაცხადა ხელშეკრულების გაფორმებაზე.
ამჟამად ასაფრენი ბილიკის გასაფართოებელი სამუშაოები მიმდინარეობს 16 მესაკუთრის მიწებზე, მათ შორის მათ საკუთრებაზეც, ვინც ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას და, შესაბამისად, არ გადაუცია საკუთრება მშენებელი კომპანიისთვის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, სხვა სამართალდამცავ ორგანოებს და ადგილობრივ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, უზრუნველყონ ადგილობრივი მესაკუთრეების უფლებების დაცვა და სათანადოდ გამოიძიონ აღნიშნული საქმე. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას შეისწავლოს შპს „ენგური 2006“-ის, შპს „დაგ“ი-ს და შპს „ნიუ ენერჯის“ მიერ მოგებული ტენდერები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მზად არის, სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს მის ხელთ არსებული მასალები.


მესტიაში საკუთრების უფლების ხელყოფის ახალი ფაქტები ფიქსირდება. ადგილობრივი აეროპორტის ასაფრენი ბილიკის გაფართოებას და წყალმომარაგების სათავე ნაგებობის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრება ეწირება.
2011 წლის 3 მაისსს და 15 ივნისს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გამოაცხადა ტენდერი მესტიაშიწყალმომარაგების სათავე ნაგებობის და წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის შესახებ. პირველ ტენდერშიგამარჯვებულად დასახელდა „ენგური 2006“ და შპს „დაგი“, ხოლო მეორე ტენდერი შპს „ენგური 2006-მა“ და შპს „ნიუ ენერჯიმ“ მოიგეს. საერთო სატენდერო თანხამ შეადგინა 17, 396 607 ლარი. ოფიციალური მონაცემებით, შპს „ენგური 2006-ის“ 50% წილის მფლობელი არის მესტიის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი კანდიდ კვიციანი.
წყალმომარაგების ნაგებობის მშენებლობის მიზნით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა მესტიაში მცხოვრებ 27 მესაკუთრეს მიწის სანაცვლოდ 1კვ.მ-ზე 3.60 - 4 ლარის ოდენობით კომპენსაცია შესთავაზეს. მოსახლეობა ამ პირობებს არ დაეთანხმა, თუმცა, როგორც მესაკუთრეები აცხადებენ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანიის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ისინი დათანხმდნენ შეთავაზებულ პირობებს.
მესტიის ასაფრენი ბილიკის გაფართოება ამა წლის მაისის თვეში დაიწყო. მშენებლობის დაწყებამდე მესტიის იმჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი კანდიდ კვიციანი შეხვდა მიწის მესაკუთრეებს და დაჰპირდა, რომ მშენებლობისათვის საჭირო მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხა განისაზღვრებოდა 1 კვ.მ-ზე 10 ლარის ოდენობით. თუმცა, ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად შეხვედრაზე მისულ მესაკუთრეებს საკომპენსაციო თანხა 3.60 ლარამდე შემცირებული დახვდათ. საკომპენსაციო თანხის შემცირების გამო ზოგიერთმა მესაკუთრემ უარი განაცხადა ხელშეკრულების გაფორმებაზე.
ამჟამად ასაფრენი ბილიკის გასაფართოებელი სამუშაოები მიმდინარეობს 16 მესაკუთრის მიწებზე, მათ შორის მათ საკუთრებაზეც, ვინც ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას და, შესაბამისად, არ გადაუცია საკუთრება მშენებელი კომპანიისთვის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, სხვა სამართალდამცავ ორგანოებს და ადგილობრივ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, უზრუნველყონ ადგილობრივი მესაკუთრეების უფლებების დაცვა და სათანადოდ გამოიძიონ აღნიშნული საქმე. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას შეისწავლოს შპს ენგური 2006-ის, შპს დაგი-ს და შპს ნიუ ენერჯის მიერ მოგებული ტენდერები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მზად არის, სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს ჩვენს ხელთ არსებული მასალები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა