სამართალდამცველებმა თბილისის წყლის ყოფილი გენერალური დირექტორი და ამჟამად სამშენებლო კომპანია „ელსისის“ დირექტორი გეგი ქელბაქიანი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქელბაქიანი თბილისის მერის, გიგი უგულავას დეიდაშვილია.
დაკავებულს გამოძიება ბრალს 194 მუხლის მე-3 ნაწილით უყენებს, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ანუ ფულის გათეთრებას გულისხმობს.
გეგი ქელბაქიანთან ერთად დაკავებულია აგრეთვე კომპანიის ფინანსური მენეჯერი არჩილ ჩოგოვაძე.
დაკავებულები ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

















