logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თვითმმართველობიდან და საპატრულო პოლიციიდან მოქალაქეთა გათავისუფლებას აპროტესტებს
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თვითმმართველობიდან და საპატრულო პოლიციიდან მოქალაქეთა გათავისუფლებას აპროტესტებს
17:44 20.11.2012
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თვითმმართველობიდან და საპატრულო პოლიციიდან მოქალაქეთა გათავისუფლებას აპროტესტებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„შეშფოთებული ვართ ინფორმაციით, რომელსაც ორგანიზაციას აწვდიან შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან უმიზეზოდ დათხოვნილი თანამშრომლები ან მათი ოჯახის წევრები.

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური კოალიციის, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისას განაცხადა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები შეეხებოდა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებს - მინისტრებს და მათ მოადგილეებს, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ წინა ხელისუფლების მრავალი უკანონო გადაწყვეტილების აღსრულებაზე. რაც შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების დაბალ რგოლებს, ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ მათ სამსახურიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში დაითხოვდნენ, თუ საქმიანობაში კონკრეტულ დანაშაულის ნიშნებს ან დარღვევებს აღმოუჩენდნენ.

ამ განაცხადის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა ცენტრს აქვს ინფორმაცია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საპატრულო პოლიციაში დაიწყო ქვედა რგოლებში დასაქმებული ადამიანების მასობრივი დათხოვნა სამსახურიდან“ - ნათქვამია „ადამიანის უფლებატა ცენტრის“ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს აიძულებენ, დაწერონ პატაკები სამსახურიდან წასვლაზე ისე, რომ არ განუმარტავენ მიზეზს. თავის მხრივ, პოლიციელები უსიტვოდ ემორჩილებიან ზემდგომი თანამდებობის პირთა ბრძანებას პატაკის დაწერის თაობაზე და საქმის უფრო გართულების შიშით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზეც თავს იკავებენ.

„ამ გზით საპატრულო პოლიციიდან დაითხოვეს ისეთი პატრულები, რომლებსაც არც დემონსტრაციის დარბევებსა და სხვა უკანონო ქმედებებში აქვთ მონაწილეობა მიღებული და სამსახურშიც აქამდე არანაირი გაფრთხილება ან საყვედური არ მიუღიათ“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და მთავრობის სხვა წევრებს, არ დაუშვან ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, თავი აარიდონ საკადრო ცვლილებებში ნეპოტიზმის გამოვლენას და უზრუნველყონ საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების დაცვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი დამატებით მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პირადად დაინტერესდეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა პატაკებით და გამოარკვიოს სამსახურიდან მათი დათხოვნის რეალური მოტივაცია. ამავე დროს, აღკვეთოს ნეპოტიზმის შესაძლო გამოვლინებები ძალაუფლების გადაბარების მიმდინარე პროცესში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა