საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, ოქრუაშვილი, რომელიც გლდანის ციხეშია გადაყვანილი, თავს კარგად გრძნობს.
„ირაკლი ოქრუაშვილი კარგად აცნობიერებდა რომ პატიმრობაში ყოფნა მოუწევდა. მიუხედავად იმისა, რომ მას პოლიტიკური თავშესაფარი აქვს, სხვა ქვეყანაში ცხოვრებას არ აპირებს. ოქრუაშვილს საქართველოში მომხდარმა დღევანდელმა ცვლილებებმა გაუჩინა იმედი და ის ფიქრობს, რომ საქართველოში თავის სიმართლეს ციხიდან მაინც დაამტკიცებს“ - განაცხადა კორძაძემ პრესკონფერენციაზე.
ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დღეს 16 საათზეა დანიშნული.

















