logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა
14:05 20.11.2012
თბილისის საქლაქო სასამართლომ, ბრალდებული ხვიჩა მოდებაძე წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.
მას ბრალად მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლა ედებოდა, რაც დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემით გამოიხატებოდა.

საქლაქო სასამართლოს პრეს-სამსახურის ცნობით, საქმის მასალების მიხედვით, 2009 წლის 23 თებერვლის დადგენილებით ხვიჩა მოდებაძე ცნობილ იქნა დაზარალებულად, მის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ, 2009 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 18:45 საათზე ხვიჩა მოდებაძეს ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბაღში დ.გ-მ და ნ.გ-მ დანით მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო რამდენიმე ჭრილობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდგომ, თავდამსხმელები მიიმალნენ, ხოლო ხვიჩა მოდებაძე სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად სიკვდილს გადაურჩა.
2009 წლის 23 თებერვალს, დაზარალებულად დაკითხვისას ხვიჩა მოდებაძემ, როგორც ფოტოსურათით, ისე პირის ამოსაცნობად წარდგენისას ამოიცნო თავდამსხმელები, რომლებსაც ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად და შეეფარდათ აღმკვეთი ღონისძიება.
დაზარალებულმა ხვიჩა მოდებაძემ განიზრახა მართლმსაჯულებისთვის შეგნებულად ხელის შეშლა და სასამართლოს არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცა.
საქმის არსებითად განხილვისას, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია რომ არ არსებობდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა პირის ბრალეულობას შერაცხულ დანაშაულში. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ხვიჩა მოდებაძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მასალების განხილვის შედეგად ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა