logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კვლევის პრეზენტაცია გამართა
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კვლევის პრეზენტაცია გამართა
13:45 20.11.2012
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დღეს კვლევის „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მსჯავრდებულთა გათავისუფლებისა და სასჯელის გადავადების მექანიზმები საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა.

როგორ „ნიუსპრესს“ საიას პრესსამსახურიდან აცნობეს, ვლევის მიზანს წარმოადგენდა საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვა და იმ საკანონმდებლო პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც მუდმივმოქმედი კომისიისა და სასამართლოს მუშაობის პრაქტიკაში განაპირობებს (ან შესაძლებელია განაპირობოს) მძიმე და განუკურნებელი დაავადებების მქონე მსჯავრდებულთა განცხადებების ეფექტურ, დროულ, სრულ და ობიექტურ განხილვაში ხელისშემშლელ ფაქტორებს. ამასთან, კვლევის ავტორთა სურვილი იყო პრაქტიკაში კომისიისა და სასამართლოს მუშაობის დროს გამოკვეთილი პრობლემების წარმოჩენა კონკრეტული მაგალითების ფონზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური პრეცედენტების მიმოხილვა.
კვლევა საიას, არასამთავრობო ორგანიზაცია - კონსტიტუციის 42-ე მუხლის, ახალგაზრდები სამართლიანობისთვის და დამოუკიდებელი ადვოკატების მიერ წარმოებულ 23 საქმის ანალიზს ეფუძნება.
„საიას“ ინფორმაციით, კვლევის შედეგად კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არაერთი ხარვეზი და პრობლემა გამოიკვეთა.
„ცხადია, რომ არსებული პრობლემური სიტუაცია გამოწვეულია, როგორც ხარვეზიანი საკანონმდებლო ბაზით, ასევე მახინჯი პრაქტიკით. კვლევაში მოყვანილი საქმეები, კანონმდებლობის ანალიზთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან ერთად კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ შექმნილი მდგომარეობა საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ საკითხის შესწავლასა და შესაბამისი ზომების მიღებას. „საია“ მზად არის ითანამშრომლოს და მონაწილეობა მიიღოს რეკომენდაციების შემუშავებაში, რომლებიც ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების გადაჭრას“ - ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე მოწვეულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.
კვლევა დაფინანსებულია ღია საზოგადოების ფონდების მიერ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა