logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების ხელმძღვანელები წარადგინა
იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების ხელმძღვანელები წარადგინა
13:35 20.11.2012
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელები წარადგინა.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს - ყოფილ სამოქალაქო რეესტრს ლევან სამადაშვილი უხელმძღვანელებს, საჯარო რეესტრის თავმჯდომარედ ეკა კერესელიძე დაინიშნება, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი კი მიხეილ სარჯველაძე იქნება.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ლევან სამადაშვილისათვის კარგად ნაცნობი უწყებაა. ის სამოქალაქო რეესტრში 2009 წლიდან მუშაობს. ჯერ - პროექტების მენეჯერის პოზიციაზე, შემდეგ კი - სტრატეგიული განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.
სამადაშვილი განათლებით იურისტია, განათლება მას საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საწავლებლებში აქვს მიღებული, იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და აშშ-ის ჯორჯიის უნივერსიტეტის მაგისტრი. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტში, ქ. ჩიკაგოს მერის აღმასრულებელ ოფისში, საზოგადოებრივი და ეროვნული სამსახურის კორპორაციაში ვაშინგტონში.
განათლებით იურისტია აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი ხელმძღვანელიც. მიხეილ სარჯველაძემ კარიერა საადვოკატო პრაქტიკით დაიწყო, იყო სპს-ს „კორძაძე და სვანიძე", შემდეგ საადვოკატო და საკონსულტაციო გაერთიანების „მიხეილ სარჯველაძე და არჩილ მშვენიერაძე" ადვოკატი, პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა კავკასიის სამართლის სკოლაში, არის „საქართველოს იურისტთა ასოციაციისა" და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი".
რაც შეეხება იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრს, ეკა კერესელიძეს პროფესიული განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული, მუშაობდა კომპანიაში „პატარაია და პარტნიორები", 2007 წლიდან იყო სააქციო საზოგადოება „საგამოფენო ცენტრი - ექსპო ჯორიას" იურისტი. დღეიდან ის საჯარო რეესტრის სააგენტოს უხელმძღვანელებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა