საქართველოს მთავარი პროკურატურა ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის, ასევე თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღაჩინოსნების საქმეზე მოწმეთა ახალ ჩვენებებს აქვეყნებს.
ჩვენებებს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„2006 წელს მე გავიცანი ბაჩანა ახალაია, რომელიც იმ დროისათვის გახლდათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე. გაცნობის შემდეგ ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ახლო ურთიერთობა, ფაქტიურად მეგობრული.მე სამსახურებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ასევე გავიცანი დ. ჭ. რომელიც იყო ოპერატიული განყოფილების უფროსი. 2009 წელს ასევე გავიცანი გიორგი იგივე გიგი კალანდაძე. იგი გამაცნო ბაჩანა ახალაიამ სადღესასწაულო სუფრაზე. კონკრეტულად რა სუფრა იყო, არ მახსოვს.ჩვენ საერთო სანაცნობო წრიდან გამომდინარე გვიწევდა ერთმანეთთან შეხვედრა. ასევე 2009 წელს, თვე და რიცხვი არ მახსოვს,ბაჩანა ახალაიას და გიგი კალანდაძის მხრიდან გავიცანი ზ. შ. რომელიც მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში. არც ამ პიროვნებასთან მქონია ახლო ურთიერთობა. ასევე ვიცნობ შ. ვ. იგი მუშაობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში და გავიცანი 2006 წელს, მასთან მქონდა ახლო ურთიერთობა. ვხვდებოდით ერთმანეთს ძირითადად საერთო სანაცნობოდან გამომდინარე. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ხსენებულ პირებს ვნახულობდი იშვიათად, დ. ჭ.გარდა. იგი იყო ... მე კი ვიყავი მისი პირველი მოადგილე და მასთან მქონდა ყოველდღიური ურთიერთობა.რაც შეეხება საქმეს, რომელზედაც მე ვიკითხები, მოგახსენებთ შემდეგს: 2011 წლის სექტემბრის თვეში ჩემს მობილურ ტელეფონზე როგორც მახსოვს დამირეკა დ. ჭ.და მითხრა, რომ მივსულიყავი ერთ-ერთ რესტორანში. მახსოვს რომ იყო გამთენია, სადღაც 5-6 საათი. ამ დროს მეძინა სამსახურში მოსასვენებელ ოთახში და ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. მე დაახლოებით 15-20 წუთში მივედი სამსახურებრივი ავტომანქანით, რომელიც იყო ,,ტოიოტა ქამრი“-ს მარკისა და მოდელის. მახლდა ჩემი ერთ-ერთი თანამშრომელი, რომლის ვინაობას ვერ ვიხსენებ.საერთოდ, როდესაც გვიან ღამე გავდიოდი სამსახურიდან, ვინაიდან არ მყავდა მძღოლი, მორიგეს ვეუბნებოდი, რომ ბიჭებს, რომელსაც ეცალა დამჯდარიყვნენ ჩემი მანქანის საჭესთან. ხან რომელი თანამშრომელი იჯდა ჩემს მანქანაზე, ხან - რომელი. მე მანქანიდან გადმოვედი და მარტო შევედი რესტორნის კუპეში, რადგან რესტორნის კუპესთან იდგა ბაჩანა ახალაიას დაცვის 4-5 წევრი, რომლებსაც ვიცნობდი ვიზუალურად, მაგრამ ყველას სახელი არ ვიცი. დაცვის წევრებიდან ერთ-ერთ მათგანს ერქვა გ. ერთს - ვ. ერთს - ზ.ერთს -გ. ერთს - შ.მაგრამ კონკრეტულად იმ ღამეს, ვერ ვიხსენებ, თუ რომელი დაცვის წევრები იმყოფებოდნენ რესტორნის კუპესთან. როდესაც შევედი რესტორნის კუპეში, დამხვდნენ დ. ჭ.ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე, ზ. ა. და ჩემთვის უცნობი რამოდენიმე მამაკაცი. ზ. ა. მე ვიცნობდი, შენახვედრი ვარ რამდენჯერმე, როგორც მახსოვს 2007-2008 წლებში. იგი გამაცნო ო. გ. რომელიც მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. მე მივესალმე ყველა მათგანს. დ. ჭ. მკითხა, ვიცნობდი თუ არა ზ. ა.რაზედაც დადებითი პასუხი გავეცი.ამ დროს ზ. ა. იყო ნაცემი, მას სისხლი არ ჩამოსდიოდა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა დაზიანებები. ბაჩო ახალაია და გიგი კალანდაძე მას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. გიგი კალანდაძემ სუფრიდან აიღო რაღაც ნივთი და ესროლა. რამდენადაც მახსოვს,იმავდროულად ბაჩო ახლაიამ შესთავაზა ზ. ა.რომ მისი კუთვნილი ავტომანქანა „ბმვX6“ ეჩუქებინა სასჯელაღსრულების დეპარტამენეტისათვის. ზ.ა.ამაზე განაცხადა, რომ ოღონდ თავი დაენებებინა მისთვის და აჩუქებდათ მანქანას, რის შემდეგაც დარეკა მობილური ტელეფონიდან და ვიღაცას უთხრა, რომ მანქანის გასაღები მიეცა მისი მეგობრისათვის, რომელიც ავიდოდა მასთან სახლში.ბაჩანა ახალაიამ დაიძახა, რომ შემოვიდეს ვინმეო და შემოვიდა დაცვის ერთი წევრი, როგორც მახსოვს ერქვა თ. მას დაავალეს, რომ წასულიყო ზ. ა. სახლში და წამოეყვანა ავტომანქანა, რომლის გასაღებს მისცემდა ა-ს მეუღლე. როგორც მივხვდი ამ დაცვის წევრმა იცოდა მისამართი, რადგან კონკრეტული მისამართი არავის დაუსახელებია. ბაჩო ახალაიამ მითხრა, რომ მე წამეყვანა ეს დაცვის თანამშრომელი და სახლიდან წამოგვეყვანა მანქანა. ამის შემდეგ, მე და დაცვის წევრი ჩემი ავტომანქანით ჩემმა თანამშრომელმა, რომელიც მანქანაში მელოდებოდა,წაგვიყვანა დაცვის წევრის მითითებით, როგორც მახსოვს ავლაბარში ყოფილ მორგის შენობასთან ახლოს. მისამართი არ ვიცი, მაგრამ ჩვენება შემიძლია. მივედით კერძო სახლთან, სადაც დარჩა დაცვის თანამშრომელი, ხოლო მე დავბრუნდი რესტორანში. მე ისევ შევედი რესტორან ,,მასპინძელო“-ს კუპეში. ამ დროს გიგი კალანდაძე და იქ მყოფი პირები აყენებდნენ შეურაცხყოფას ზ. ა.ჩემი მისვლიდან დაახლოებით 10 წუთში, მოვიდა ის პიროვნება, რომელიც დავტოვე ავტომანქანის წამოსაყვანად. მისი მოსვლის შემდეგ, ბაჩო ახალაიმ ზ. ა. თქვა, რომ წაათრიეთ აქედანო და სადმე დაამწყვდიეთო. გიგი კალანდაძე იყო ძალიან აგრესიული, არ წყვეტდა ზ. ა. შეურაცხყოფის მიყენებას და ამბობდა, რომ სადმე ჩააგდეთ და დააბითო. მათმიბრძანეს, რომ ბიჭებთან ერთად, გულისხმობდნენ დაცვას, ზ. ა.წამეყვანა სადმე და არ გამოგვეშვა, სანამ თვითონ არ მეტყოდნენ. მე მათ ვუთხარი, რომ წავიყვანდით ჩვენი თანამშრომლის გიორგი კინწურაშვილის სახლში. დ. ჭ. და მეც ვიცოდით რომ კინწურაშვილს ჰქონდა მეორე საცხოვრებელი ბინა მუხიანში, რომელიც იყო დაკეტილი. აღნიშნულზე დამთანხმდნენ და დაცვის თანამშრომლებმა ზ. ა.ჩასვეს მიკროავტობუსში, პარალერულად დავურეკე მანუჩარ დარასელიას ან გიორგი კინწურაშვილს ჩემი მობილური ტელეფონით, რომლის ნომერი იყო 5 ** ** ** და ვუთხარი, რომ დაკავშირებოდნენ ერთმანეთს და დეპარტამენტთან მოსულიყვნენ. მე წავედი ჩემი მანქანით, დაცვა წამოვიდა მიკროავტობუსით და წამოიყვანეს ზ. ა.ჩვენ მივედით იქვე ორთაჭალაში დეპარტამენტის შენობასთან, სადაც მალევე, ზუსტი დრო არ მახსოვს, მოვიდნენ გიორგი კინწურაშვილი და მანუჩარ დარასელია. მე მათ ვუთხარი რომ ზ. ა. წაეყვანათ გიორგი კინწურაშვილთან სახლში და არ გამოშვათ ჩემს დარეკვამდე. ზ.ა.დაცვის ბიჭებმა გადასვეს გიორგი კინწურაშვილის ავტომანქანაში, რომელიც რამდენადაც მახსოვს იყო ,,მერსედესი“-ს მარკის, თვითონაც ჩაჯდნენ ორი დაცვის წევრი და წაიყვანეს მუხიანში. ზ. ა. ავტომანქანა დეპარტამენტთან მოიყვანა და გააჩერა იმ დაცვის წევრმა, რომელმაც ეს მანქანა ზ. ა.სახლიდან წამოიყვანა.ჩემი ავტომანქანით შევედი დეპარტამენტის ეზოში. ეს იქნებოდა დილა, სადღაც 8 საათი. ის დღე ჩვეულებრივ ვიყავი სამსახურში, რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა. მთელი დღის განმავლობაში გიორგი კინწურაშვილი და მანუჩარ დარასელია არ ყოფილან სამსახურში, მაგრამ არაფერი გვითქვამს არც მე და არც დ. ჭ. ვინაიდან ვიცოდით სადაც იყვნენ. მათ მხოლოდ ერთხელ დამირეკეს და მითხრეს, რომ ზ. ა. უნდოდა თავისი მობილური ტელეფონიდან დარეკვა, რაზეც მე თანხმობა მივეცი. საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე დამიძახა დ. ჭ. და მითხრა, რომ მოგვეყვანა ზ. ა. მიგვეცა მანქანა და გაგვეშავა სახლში. მეც დავურეკე გიორგი კინწურაშვილს და ვუთხარი, რომ მოეყვანათ ზ. ა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან. დაახლოებით 30-40 წუთში მოიყვანეს იმავე ავტომანქანით. მე ზ. ა.გავიყვანე ცალკე, მივეცი ავტომანქანის გასაღები, ვუთხარი, რომ არსად ეთქვა რაიმე მომხდარის შესახებ. შემდეგ იგი დაჯდა ავტომანქანაზე და წავიდა. ამის შემდეგ მე ზ. ა. ერთხერლ შემხვდა თბილისში, სად, არ მახსოვს, მივესალმეთ ერთმანეთს და დავშორდით. ამ ფაქტის თაობაზე მე, დ. ჭ. გიგი კალანდაძეს, ბაჩო ახალაიას ან სხვა პირებს ერთმანეთში საუბარი აღარგვქონია.დ. ჭ. ჰქონდა სატელეფონო ნომერი 5** ** ** ** ….
კითხვა: გთხოვთ მოახსენოთ გამოძიებას იქ მყოფი თქვენთვის უცნობი მამაკაცები ერთმანეთს ან სხვა იქ მყოფი პირები მათრა სახელებით მიმართავდნენ?
პასუხი: დასმულ შეკითხვაზე გიპასუხებთ, რომ არ მახსოვს, რომ მათ სახელებით მიემართოთ ერთმანეთისათვის. ასევე სახელით არ მიუმართავს იქ მყოფ არცერთ პირს.
კითხვა:გთხოვთ მოახსენოთ გამოძიებას, ზ. ა. რესტორანში მყოფი პირებიდან კონკრეტულად ვინ აყენებდა შეურაცხყოფას?
პასუხი: დასმულ შეკითხვაზე გიპასუხებთ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, გარდა გიგი კალანდაძის მიერ სუფრიდან რაღაც საგნის სროლისა, ზ. ა. არავის მიუყენებია. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ბაჩანა ახალაია, გიგი კალანდაძე და დ. ჭ.
ბაჩანა ახალაის და გიორგი კალანდაძის მითითებით და მათი ბრძანებით მე, დაცვის წევრებმა და ჩემმა თანამშრომლებმა მანუჩარ დარასელიამ და გიორგი კინწურაშვილმა წავიყვანეთ ზ. ა. და მათივე მითითებით არ გამოვუშვით, სანამ დ-მარ მითხრა მისი გათავისუფლების შესახებ. რაც შეეხება მიზეზს, მე ვიცი რომ ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძესა და ზ. ა. შორის მოხდა უთანხმოება და რესტორანშიც სპეციალურად შეხვდნენ ისინი ზ.ა. ზუსტი მიზეზი მათი უთანხმოებისა არ ვიცი. ძირითადად საუბარი იყო ზ. ა. არასწორ საქციელზე. ისინი ეუბნებოდნენ, რომ არასწორად იყენებდა ბაჩანა ახალაის სახელს და ამიტომაც აყენებდნენ შეურაცხყოფას. ასევე, გიგი კალანდაძეს ჰქონდა რაღაც ცალკე პრეტენზია, რაც ბოლომდე ვერ გავარკვიე, მაგრამ იყო აგრსიული და აგინებდა ზ. ა.“ - ნათქვამია პირველი მოწმის ჩვენებაში.
მეორე მოწმის ჩვენებით კი :
„მე 2012 წლის 6 ნოემბერს ჩვენებაში ნახსენები მყავს ერთ ერთ რესტორანში შესვლის დროს ორი კალათბურთელი. ისინი იმიტომ მოვიხსენიე დაკითხვის დროს ამდაგვარად, რომ შესახედავად, თავისი აღნაგობით, სიმაღლით ძალიან ჰგავდნენ კალათბურთელებს. გარდა აღნიშნულისა 2011 წლის 13 სექტემბერს მომხდარი ინციდენტიდან დაახლოებით 10 დღეში გ. ბ. შეხვედრისას მანაც დამიდასტურა იმ ორი პიროვნების კალათბურთელობა. ვერც მე და ვერც გ. ბ. ვერ ავხსენით თუ რატომ მომაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა რესტორანში და შემდეგ რატომ არ მაძლევდნენ დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას. რესტორნის კუპეში შესვლის დროს გაგა მკურნალიძე იქ არ იყო, დ. ჭ. შემოსვლის შემდეგ მოვიდა. 2012 წლის 6 ნოემბერს ჩვენებაში კი მიწერია ისე, რომ თითქოს თავიდანვე იქ იყო, რაც არასწორია და ცუდად მაქვს გადმოცემული დაკითხვაში. ზუსტად მახსოვს, გაგა მკურნალიძეს უბრძანა ბაჩანა ახალაიამ და გიგი კალანდაძემ ჩემი წაყვანა და დამწყვდევა.
გ. ბ. უკვე კუპეში აღარ იმყოფებოდა, როდესაც მე ბაჩანა ახალაიას მივმართე სახელით. აღნიშნულზე დ. ჭ. დამიწყო გინება, ადგა ფეხზე, აიღო სკამი და დამარტყა ბეჭებში. მანამდე მომაყენეს თუ არა სახელით მიმართვაზე სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა სხვა იქ მყოფმა პირებმა ზუსტად ვერ ვიხსენებ, იმიტომ, რომ დღემდე ვერ დავადგინე მიზეზი თუ რატომ გამიმეტეს ასე ძლიერ“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ მეორე ჩვენებაში.

















