თბილისის იუსტიციის სახლს დღეს ჩეხეთისა და მოლდოვის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ მოლოდვას სახელმწიფო ანტი-კორუფციული ცენტრის წარმომადგენელი, მოლოდვას სახელმწიფო ინტეგრაციის კომისიის წევრი, კორუფციის ანალიზისა და პრევენციის ცენტრის,სახელმწიფო ტელევიზიის, რადიო "Free Europe“-სა და გაზეთი "Ziarul de garda"-ს თანამშრომლები, აგრეთვე ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - მოლდოვასა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - ჩეხეთის რესპუბლიკა“ წარმომადგენლები.
სტუმრებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჩიჩუა შეხვდა.
სპეციალური ტურის ფარლებში დელეგაციის წევრები იუსტიციის სახლების ფუნქციონირების სპეციფიკას გაეცნენ, მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა სერვისების მიწოდების ხანგრძლივობისა და სტანდარტების, აგრეთვე ონლაინ მომსახურების შესახებ, რომელსაც უწყება მომხმარებელს გამარტივებულად სთავაზობს.
ვიზიტის ბოლოს დელეგაციის წევრებმა ფილმი „მომავლის საქართველო" ნახეს, რომელიც ქვეყანაში გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებს ეხება. სტუმრებს იუსტიციის სახლის სიმბოლური პასპორტები და საიმიჯო აქსესუარებიც გადაეცათ.
ჩეხი და მოლდოველი სტუმრები, დღის პირველ ნახევარში იუსტიციის სამინისტროსაც ესტუმრნენ. მათ ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებთან გამართეს შეხვედრა. განხილვის თემა იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები იყო.
სამინისტროს ინფორმაციით, პირველი სერვისცენტრის გახსნიდან დღემდე, იუსტიციის სახლებმა ათასზე მეტ უცხოურ დელეგაციას უმასპინძლა.

















