იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დღეს საჯარო რეესტრის სააგენტოს თავჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან სამადაშვილი, სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშნა.
წულუკიანის განცხადებით, ლევან სამადაშვილი უკვე რამდენიმე წელია სააგენტოში მუშაობს. მანამდე კი ის სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის სფეროში მუშაობდა. წულუკიანმა ბრიფინგზე ისიც აღნიშნა, რომ ლევან სამადაშვილი არის ის ტიპიური ქართველი, რომელიც ამავდროულად არის დასავლურად მოაზროვნე.

















