საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო რეფორმირებას საჭიროებს, რადგან იქ ექსპერტებთან ერთად გამაგრებულნი არიან სხვადასხვა, მიკერძოებული ინტერესების მქონე ადამიანებიც.
ამის შესახებ განცხადება მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეფორმირებას ვგეგმავთ და ამის შემდეგ შევაფასებთ მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხების სანდოობის საკითხებს. იცოდეთ რომ ეს პრობლემა დგას.
მართლმსაჯულება რომ იყოს ნამდვილი მართლმსაჯულება, ამისთვის საჭიროა ექსპერტიზის პირუთვნელი დასკვნა, რაც დღეს ქვეყანას არ აქვს. ამის მიზეზია ის, რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო დღეს მკაცრად პოლიტიზირებულია“ - განაცხადა თეა წულუკიანმა პრესკონფერენციაზე.

















