logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მთავარი პროკურატურა ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მთავარი პროკურატურა ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
11:39 20.11.2012
საქართველოს მთავარი პროკურატურა გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი კალანდაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„2012 წლის 6 ნოემბერს საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით). 2012 წლის 8 ნოემბერს აღნიშნული საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 4 საათზე, უცნობმა პირმა, სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა ზ. ა.-ს, დაახლოებით 5 საათზე კი, მას, ბაჩანა ახალიას დავალებით, სახლში მიაკითხა, გ. ბ-მ, რომელმაც მოსთხოვა, გაყოლოდა რესტორანში ბაჩანა ახალაიასთან შესახვედრად. დაახლოებით 5 საათზე, კ. კ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით ზ. ა. და გ. ბ. მივიდნენ ერთ -ერთ რესტორანში, რომლის კუპეში დახვდნენ ბაჩანა ახლაია, გ. ა., გიორგი (გიგი) კალანდაძე, დაცვის შეიარაღებული და ორი უცნობი პიროვნება. ბაჩანა ახალაიამ ზ. ა. ჰკითხა, თუ რატომ მიაყენა გიგი კალანდაძეს სიტყვიერი შეურაცყოფა სატელეფონო საუბრისას, რაზეც ზ. ა. უაპასუხა, რომ ტელეფონით მას აგინეს და მანაც გინებით უპასუხა. აღიშნულის შემდეგ გიგი კალანდაძემ ზ. ა. -ს სუფრიდან აღებული კოვზი ჩაარტყა თავში და თან აგინებდა. ზ. ა. გააკავეს დაცვის თანამშრომლებმა. იმავე დროს, მათთან შემოვიდა დ. ჭ., რომელმაც ზ. ა. სკამი ჩაარტყა ბეჭის არეში, ხოლო შემდეგ გააგრძელა მისი ცემა ხელებით და ფეხებით. იმავდროულად, ბაჩანა ახლაიამ მოთხოვა ზ. ა.-ს მის საკუთრებაში მყოფი ავტომანქანა „ბმვ"-X6, სახელმწიფო ნომრით ***ეჩუქებინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის. ზ. ა.-მ იქვე განუცხადა თანხმობა, რის შემდეგაც ზ. ა.-ს საშუალება მისცეს, განახორციელებინა სატელეფონო ზარი მეუღლესთან.
ზ.-ას ცემა გაგრძელდა. მასში მონაწილეობდნენ გიგი კალანდაძე, დ. ჭ. და ბაჩანა ახალაია, თანაც ემუქრებოდნენ მოკვლით. შემდგომ ბაჩანა ახალაიმ და გიგი კალანდაძემ დავალება მისცეს დ. ჭ.-ს და გაგა მკურნალაძეს, რომ ე. წ. „სპეცნაზის" ბიჭებთან ერთად, ზ.ა.-სათვის აღეკვეთათ თავისუფლება, რაც შეასრულა გაგა მკურნალაძემ ორ „სპეცნაზელთან" და სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლ - მანუჩარ დარასელიასთან და გიორგი კინწურაშვილთან ერთად. კერძოდ, ზ. ა.-ს თავისუფლება აღუკვეთეს დაახლოებით ერთი დღის განმავლობაში.
ყოველივე ამის შემდეგ ზ.ა. მიიყვანეს ქ. თბილისში, ორთაჭალის ტერიტორიაზე განთავსებულ სასჯელაღასრულების დეპარტამენტის შენობასთან, დაუბრუნეს მას კუთვნილი ავტომანქანა, თან გააფრთხილეს, რომ აღნიშნულ საკითხზე არავისთვის არაფერი ეთქვა.
ჩადენილი დანაშაულისთვის ბაჩანა ახალაიას, გაგა მკურნალიძეს, გიორგი კალანდაძეს, მანუჩარ დარასელიას და გიორგი კინწურაშვილს წარედგინათ ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ ა" და „ ე" ქვეპუნქტებით“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა