იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, დღეს, მინისტრი თეა წულუკიანი სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და საჯარო რეესტრის სააგენტოების, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელებს წარადგენს.
ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა გუშინ საზოგადოებას თავისი ახალი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე წარუდგინა.

















