იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, ხვალ, მინისტრი თეა წულუკიანი სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და საჯარო რეესტრის სააგენტოების,
აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელებს წარადგენს.
ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა დღეს საზოგადოებას თავისი ახალი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე წარუდგინა.

















