საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დღეს კიდევ ერთ მოადგილეს წარადგენს. ახალი მოადგილის ვინაობა უკვე ცნობილია.
წულუკიანის მოადგილე, პროფესიით იურისტი გოჩა ლორთქიფანიძე იქნება.
იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გოჩა ლორთქიფანიძე სამინისტროში ოთხი დეპარტამენტის მუშაობას გაუწვეს კოორდინაციას, მას საერთაშორისო საჯარო სამართლის, არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის, აგრეთვე ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტები დაექვემდებარებიან.
თეა წულუკიანი ახალ მოადგილეს, დღეს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, 16:00 საათზე წარადგენს.

















