შეწყალების კომისია ათასზე მეტი პატიმრის საქმეს განიხილავს. კომისის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, სულ კომისიაში ათას ოთხასზე მეტი განცხადებაა შესული, უპრეცენდენტო რაოდენობაა.
„საქმე ყველა სახის დანაშაულზეა შემოსული. 1400 განცხადებიდან 80 ქალ პატიმარს, ხოლო 3 არასრულწლოვანს ეხება. ქალების შემთხვევაში საქმე მძიმე დანაშაულებთან გვაქვს და სავარაუდოდ მათი შეწყალება არ მოხდება, რაც შეეხება არასრულწლოვნებს, მათგან ორს რეკომენდაცია გაეწევა“- განაცხადა ელენე თევდორაძემ მედიასთან საუბრისას.
ელენე თევდორაძის განცხადებითვე, შეწყალება შეეხება იმ პატიმრებს, რომლებსაც მიყენებული აქვთ ნაკლებად მძიმე მუხლი, მოხდილი აქვთ სასჯელის ნახევარი და აგრეთვე ციხის ადმინისტრაციის მხრიდან დადებითი დახასიათება აქვთ.

















