სამხედრო პოლიციის ახალი უფროსი დღეს დეპარტამენტის სამსახურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიცე-პოლკოვნიკმა კახა ჩიხრაძემ სამმართველოს უფროსებთან ერთად გასულ კვირას ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა და სამომავლო გეგმებიც განიხილა.
პრეს-სამსახურის ინფორმაციითვე, სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელის ინიციატივით, დაიწყება შეიარაღებული ძალების ვეტერანთა საქმეების გადახედვაც.

















