„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მათ მიერ შესწავლილ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირების საქმეებთან დაკავშირებით მოსაზრებებს პარლამენტში წარადგენს.
„საია“-ს ინფორმაციით, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფის დატოვების მიუხედავად, „საია“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე.
„ორგანიზაციები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს წარუდგენენ პოლიტპატიმართა საქმეებსა და დასკვნებს, რომლებსაც მიიჩნევენ, რომ პოლიტპატიმრის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ საქმეზე მუშაობისას და მომზადებისას გაითვალისწინეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით (#1900) დადგენილი კრიტერიუმები, ასევე საქართველოში არსებული პრაკტიკა და ტენდენციები“ - ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

















