logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა
15:17 16.11.2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, დღეს ბრალდებული ელიზბარ ბანძელაძე წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.

საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ელიზბარ ბანძელაძეს ბრალად ედებოდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა, ფლობა და განკარგვა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა პირის ბრალეულობას შერაცხულ დანაშაულში. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ბრალდებულმა იცოდა, რომ ნივთი ნაქურდალი იყო. პროცესის განმავლობაში ბრალდებული არ ცნობდა თავს დამნაშავედ და იყენებდა დუმილის უფლებას. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მასალების განხილვის შედეგად ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სასამართლოს ცნობითვე, ეს იყო რიგით მეცხრე გამამართლებელი განაჩენი 15 პირის მიმართ 2012 წლის განმავლობაში, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა. საერთო ჯამში, კი სულ საქართველოს საერთო სასამართლოებმა მიმდინარე წლის 10 თვის მანძილზე 112 პირის მიმართ დაადგინეს გამამართლებელი განაჩენი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა