,,უფლებადამცველთა გაერთიანებამ’’ აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.
„იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ამა წლის 12 ნოემბერს განხორციელდა მოქალაქე რამაზ ჯალალიშვილის უკანონო გამოსახლება საცხოვრებელი სახლიდან ისე, რომ აღსრულების ფურცელში ამის შესახებ არსად იყო დაფიქსირებული. ამის შესახებ შესაბამისი წერილი გაერთიანების მხრიდან შევიდა პროკურატურაში, ვინაიდან აღსრულების ბიუროს და აღსრულების პოლიციის ქმედებებში შეინიშნება სისხლის სამართლის კოდექსის 332 და 333 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებები რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს“ ნათქვამია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ - მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ეროვნული ბიუროს მხრიდან უკანონო აღსრულებების განხორციელება დღესაც გრძელდება, რაც ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ შეშფოთებას იწვევს.

















