აღსრულების ეროვნული ბიურო ევროკავშირის პროექტთან ერთად „BETTER ENFORCEMENT SYSTEM THROUGH TWINNING (BESTT)” აღსრულების თემაზე მედია სემინარს მართავს.
ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მედია სემინარის მიზანია უკეთ გააცნოს ქართულ მედიას აღსრულების ეროვნული ბიურო, სააღსრულებო პროცესი, სერვისები, რომლებსაც ბიურო სთავაზობს მომხმარებლებს და ყველა ის სიახლე, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განხორციელდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში.
სემინარი გაიხსნება პროექტ BESTT-ის პრეზენტაციით, რომელსაც პროექტის ადგილობრივი მრჩეველი, თომას შმიდტი წარმოადგენს. რაც შეეხება სემინარის სხვა თემებს, პრეზენტაციები აღსრულების ეროვნული ბიურო, სააღსრულებო წარმოება ყოველდღიურ პრაქტიკაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა ქცევის კოდექსი, გამარტივებული წარმოება, ფაქტების კონსტატაცია, კერძო აღმასრულებელთა საქმიანობის თავისებურებანი, ელექტრონული აუქციონი, ამ საკითხებთან დაკავშირებით იქნება პრეზენტაციები წარმოდგენილი.
სემინარი წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში, რაც ქართული მედიის წარმოამდგენლებს მისცემს საშუალებებს მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე და პროცესებზე.
მედია სემინარი სასტუმრო „ამბასადორში“ დღეს 15:00 საათზე დაიწყება.

















