"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შიონაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ორი მაღალჩინოსანი დააკავეს.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გურავა წუხელ დააკავეს. იგი ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და იარაღის უკანონო ტარებაშია ეჭვმიტანილი.
მინაშვილი აცხადებს, რომ თენგიზ გურავა წუხელ თავად მიიყვანა სახლში. დეპუტატი ვარაუდობს, რომ გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი სადარბაზოში აიყვანეს.
მინაშვილის ინფორმაციითვე, დაკავებულია ასევე შეიარაღებული ძალების სერჟანტი ალექსანდრე გორგაძე. გორგაძეს სენაკის ბაზაზე მომხდარი ინციდენტში ედება ბრალი.

















