logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მთავარმა პროკურორმა 15 ნოემბერს განხორციელებული დაკავებების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა
მთავარმა პროკურორმა 15 ნოემბერს განხორციელებული დაკავებების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა
13:03 16.11.2012
საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 15 ნოემბერს განხორციელებული დაკავებების შესახებ ინფორმაცია დღეს საგანგებო ბრიფინგზე წარმოადგინა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ მთავარი პროკურორის მიერ ბრიფინგზე წარმოდგენილი ინფორმაციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ მუშაკთა მიერ სხვადასხვა სახის დანაშაულთა ჩადენის ფაქტებზე.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების დავალებით ამავე დეპარტამენტში შეიქმნა კომპიუტერული ვირუსული პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტ მომხმარებლის კომპიუტერში შეღწევა, მასში დაცული ინფორმაციის მოპოვება და კომპიუტერის განთავსების სივრცეში აუდიო და ვიდეო თვალთვალის განხორციელება.
შექმნილი პროგრამის მეშვეობით კუდი-ს ხელმძღვანელობა ახორციელებდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და არასანქცირებულ მოსმენას. მაგალითად, მსგავსი უკანონო შეღწევა სხვადასხვა დროს მოხდა ირაკლი ოქრუაშვილის პირად კომპიუტერში საქართველოს საზღვრებს გარეთ, ნინო ბურჯანაძის კომპიუტერში, ასევე კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ოფისში განთავსებულ კომპიუტერებში.
ამ გზით კუდის თანამშრომლებს უკანონოდ მოპოვებული მრავალი საუბრის ჩანაწერი დაუგროვდათ.
2012 წლის 26 სექტემბერს შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ბექა კვარაცხელიას დაუკავშირდა შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და დაავალა მოეძია სხვადასხვა სახის ფარული მასალები კოალიცია "ქართული ოცნებიდან", რომელთა გამოქვეყნებაც გამოიწვევდა ხალხის უნდობლობას კოალიციის ლიდერთა მიმართ. ბექა კვარაცხელიამ შეარჩია ფარულად და არასანქცირებულად მოპოვებული რამოდენიმე პოლიტიკური პირის საუბარი, დააკოპირა ისინი შესაბამის დისკებზე და დისკი 2012 წლის 26 სექტემბერს საღამოს საათებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცა შოთა ხიზანიშვილს, რის შემდეგაც შოთა ხიზანიშვილი შევიდა პრეზიდენტის სასახლეში. მეორე დილით, 27 სექტემბერს შოთა ხიზანიშვილმა დაურეკა ბექა კვარაცხელიას და უთხრა, რომ მან ამოარჩია საჭირო საუბრები, რომელიც ბექა კვარაცხელიას უნდა განეთავსებინა „იუთუბის" ვიდეო პორტალზე ისეთი სახით თითქოს ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის - ბესარიონ სურმავას მიერ. კუდის თანამშრომლებმა მომხმარებლად დაარეგისტრირეს ბესარიონ სურმავა რის შემდეგაც მოხდა შოთა ხიზანიშვილის მიერ წინასწარ შერჩეული მასალების ატვირთვა. ასეთი წესით მოხდა 2012 წლის 27, 28 და 29 სექტემბერს ქართული ოცნების სხვადასხვა წევრთა საუბრების გამოქვეყნება, რომელიც ხდებოდა შოთა ხიზანიშვილის მითითებით.
ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის - ბესარიონ სურმავას გამოყენებას წინ უსწრებდა კუდის თანამშრომელთა დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც ბესარიონ სურმავას მიმართ იქნა ჩადენილი. კერძოდ, კუდის თანამშრომელთა მიერ უკანონოდ იქნა მოპოვებული ბესიკ სურმავას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რაც გამოიყენეს ამ უკანასკნელის მიმართ შანტაჟის იარაღად და მასზე ზემოქმედების მოსახდენად. იმის შიშით, რომ უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომეტირებელი ვიდეომასალა არ გამოქვეყნებულიყო ბესიკ სურმავა დათანხმდა კუდის თანამშრომელთა მიერ უკანონოდ მოპოვებული სატელეფონო საუბრები თავისი სახელით გაესაღებინა. 2012 წლის 27 სექტემბერს, გამთენიისას ბესარიონ სურმავა კუდის თანამშრომელთა მიერ გადაყვანილ იქნა მოდულის შენობაში. ბესარიონ სურმავას წახალისების მიზნით შოთა ხინაშვილმა დაავალა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ვახტანგ ბოჭორიშვილს, რომ მისთვის შს სამინისტროს სახელით 100,000 აშშ დოლარი შეეთავაზებინათ, თუმცა საბოლოოდ, ბესიკ სურმავასთან საუბრის შემდეგ მას გასამრჯელოს სახით 150,000 ევრო გადაუხადეს. ეს ფული ბესიკ სურმავას გადაეცა მოდულის შენობაში და საამისოდ გამოყენებულ იქნა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული ფულადი თანხა. ამის შემდეგ, ბესარიონ სურმავას გადაეცა წინასწარ მომზადებული ტექსტი, რომლის შინაარსიც მან ვიდეოკამერის წინ გამოთქვა.
ამის შემდეგ ბესარიონ სურმავა აღარ გაუშვეს, იგი გადაყვანილ იქნა აჭარაში, სადაც მას რამოდენიმე დღით აღუკვეთეს თავისუფლება.
გარდა აღნიშნულისა, დაკავებულ პირთა ჩვენებიდან ირკვევა სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტიც. კერძოდ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის გიორგი ყავლაშვილის მიერ მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მიღებული ჰქონდა დავალება, რომ ბიძინა ივანიშვილთან და „ქართუ" ჯგუფთან დაკავშირებული ყველა ფირმის მიერ შემოტანილი ტვირთების შესახებ ეცნობებინა კუდისათის. ასეთი ინფორმაციის მიღების შემდეგ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაკები უშაუალოდ ახდენდნენ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გარკვეული ტვირთების გაჩერებას და ელექტროტექნიკის მწყობრიდან გამოყვანას, რათა მათი შემდგომი გამოყენება შეუძლებელი ყოფილიყო.
მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 15 ნოემბერს დაკავებულ იქნენ:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ქარდავა, დანაშულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით;
2.
2. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით;

3. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით;

4. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ზაალ მაისურაძე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით;

5. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსი ერმალოზ ებანოიძე,საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით;

6. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ვასილ ჯამალაშვილი, საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით;

7. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ავთანდილსოლომნიშვილი, საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით;

8. შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელია, საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით;

9. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგიჯავახაძე, საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით;

10. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილეალექსანდრე ბორცვაძე, საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით;
11. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი,საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით;

12. კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი, საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით.
ხსენებულ საჯარო მოხელეებს 2012 წლის 16 ნოემბერს წარედგინებათ ბრალდებები დაზუსტებული კვალიფიკაციით, რის შემდეგაც ბრალდების მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

რაც შეეხება ამ დანაშაულების ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხს, გრძელდება რა გამოძიება, აღნიშნულის შესახებ საზოგადოება უახლოეს ხანში შეიტყობს“ - განაცხადა მთავარმა პროკურორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა