ევროპის ადვოკათა ასოციაციის (CCBE) პრეზიდენტი მარსელა პრუნბაუერ-გლასერი, საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს საქართველოში ადვოკათა უკანონო დევნის ფაქტების გამოძიებას და კონკრეტული მაღალჩინოსნების დასჯას სთხოვს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დღეს სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს წარუდგენს სამი წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროში შეტანილ ოცდაორ საჩივარს ადვოკატთა უკანონო დევნის ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით.
ბრიფინგი ასოციაციის ოფისში დღეს, 16 საათზეა დაგეგმილი.

















