შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი დაკავებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით შსს-ში ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ კეთდება. შესაბამისად, უცნობია ხიზანიშვილის დაკავების მოტივიც.

















