შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
მთავარი პროკურატურის ცნობით, ინფორმაცია განხორციელებულ დაკავებასთან დაკავშირებით დღის მანძილზე გავრცელდება. საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება, აგრეთვე დაკავების საფუძვლი.
„საქართველოს პროკურატურა, ისევე როგორც აქამდე, გამოაქვეყნებს შესაბამის მტკიცებულებებს, რაც დაკავების საფუძველი გახდა“ - ნათქვამია განცხადებაში.

















