შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები ლევან ქარდავა და გიორგი ყავლაშვილი სოდისა და კუდის რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანთან ერთად, პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ დააკავეს.
როგორც ყავლაშვილის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლით, რაც სხვისი ქონების განადგურებას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალი წაუყენეს 333 მუხლის I ნაწილითაც, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ასევე 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კონკრეტულად, კი საქმე ეხება ტერმინალზე „ქართუ“ ჯგუფის კუთვნილი ტვირთის დაზიანებას.
რაც შეეხება კუდის უფროსის ლევან ქარდავას დაკავებას, მას ბრალად ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესიკ სურმავას გატაცება და თავისუფლების უკანონო შეზღუდვა ედება.

















