თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის მერიასთან, შემჩნეულ იქნა მანქანა,რომელიც გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, საეჭვოდ ახორციელებდა შენობის თვალთავალს. ავტომობილი სხვადასხვა სახის აპარატურით იყო აღჭურვილი.
მერიის პრესცენტრის ცნობითვე, აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეო მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გადაეგზავნა.
„სამინისტროს მივმართავთ თხოვნით, გამოიძიოს საქმის გარემოება, გაირკვეს ვინ და რა ინფორმაციის მოპოვების მიზნით ახორციელებდა თვალთვალს და იყო თუ არა ეს ქმედება კანონსაწინააღმდეგოდ ჩადენილი, რათა საზოგადოებას არ დარჩეს ეჭვი, რომ თვალთვალს თავად ძალოვანი სტრუქტურები ახორციელებდნენ“ - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

















