ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანის ტბაში ჩავარდნილი ავტომანქანა „ოპელ ვექტრა“ იპოვეს, სადაც 40 წლამდე ასაკის ქალისა და მამაკაცის გვამები აღმოაჩინეს.
ორივე გარდაცვლილი, 31 წლის რამაზ ოზაშვილი და 40 წლის ნინო ფიროსმანაშვილი დედოფლისწყაროს მკვიდრია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს.

















