საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, დღეს სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასში“ რიგით მე-5 საიუბილეო ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია GITI 2012 გაიხსნება.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის მთავარი თემა კიბერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები იქნება. კონფერენცია წლის საუკეთესო IT პროექტების ავტორთა დაჯილდოების ცერემონიალით , 17 ნოემბერს დასრულდება.
ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი გახსნის.

















