პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ბადრი ბიწაძე, მანამ სანამ საქართველოში თუნდაც ერთი პოლიტპატიმარია, სამშობლოში დაბრუნებას არ გეგმავს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ბადრი ბიწაძემ თავად მიიღო და ისიც სრულად დაეთანხმა.
„გია უჩავას მიერ ჩვენების შეცვლის შემდეგ, ბადრი ბიწაძეს შესაძლებლობა ჰქონდა სამშობლოში ძალიან მალე დაბრუნებულიყო, თუმცა მან ეს არ გააკეთა. იმედია მისი საკითხიც, ისევე, როგორც უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანების საკითხიც, ძალიან მალე გაირკვევა და არა მხოლოდ ბადრი ბიწაძე, არამედ ყველა უსამართლოდ დევნილი თუ დაპატიმრებული პირი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდება“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

















