26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული პირების საქმეები, შესაწავლის სტადიაშია და მასზე ხელახალი გამოძიება შეძლებისდაგვარად მოკლე დროში დაიწყება.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.
პრესსამსახურის თქმით, 26 მაისის მოვლენების საქმეები განეკუთვნება პირველი რიგის გამოსაძიებელ საქმეთა რიცხვს და მათზე ხელახალი გამოძიება შესწავლის სტადიის დასრულებისთანავე, მაქსიმალურად მოკლე დროში დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისის მოვლენების დროს, სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულთა უმრავლესობის მთავარმა მოწმემ, გია უჩავამ ჩვენება რამდენიმე კვირის წინ შეცვალა და განაცხადა, რომ მას 2011 წელს, ჩვენება ზეწოლით დააწერინეს.
26 მაისის მოვლენების დროს დაკავებული 39 პიროვნება დღემდე ციხეში რჩება.

















