სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას #7 საპყრობილეში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და განმარტა,
რომ მიღებული გადაწყვეტილება ახალაიას უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით იქნა მიღებული.
„მეშვიდე საპყრობილე არის ის ადგილი სადაც ახალაია ყველაზე მეტად იქნება დაცული. №7 დაწესებულებაში სულ 35 პატიმარი იხდის სასჯელს, ახალაია გაძლიერებული დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, და იგი სამარტოვო საკანშია მოთავსებული“-აღნიშნა სუბარმა ბრიფინგზე.
მინისტრის განცხადებით,№7 დაწესებულებაში სხვა მსჯავრდებულებთან ერთად სასჯელს ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდებიც იხდიან.

















