logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ვანო მერაბიშვილს კანონდარღვევაში ადანაშაულებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ვანო მერაბიშვილს კანონდარღვევაში ადანაშაულებს
14:20 14.11.2012
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დადგენილებებს, რომლის ძალითაც თბილისის სოციალური დაცვის პროგრამის, მუნიციპალური სამედიცინო დაზღვევის და საქალაქო ტრანსპორტზე შეღავათების დაფინანსება, თბილისის ბიუჯეტის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტს, კერძოდ კი ფინანსთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს, დაეკისრა, საბიუჯეტო კოდექსის უხეშ დარღვევად მიიჩნევს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ოქტომბრის სამი სხვადასხვა დადგენილებით (#432, 433, 434), რომლებსაც პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვანო მერაბიშვილი აწერს ხელს, საქართველოს მთავრობამ უხეშად დაარღვია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-40 მუხლი, რადგან არ ჩატარებულა ამ მუხლით გათვალისწინებული სატანადო პროცედურები.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ არცერთი სათანადო პროცედურა არ ჩატარებულა. ბიუჯეტში აღნიშნული ცვლილების განხორციელება კანონის ცვლილების გარეშე მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყო შესაძლებელი: მაშინ, როდესაც ეს ცვლილება ერთი საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რაც დადგენილებაში აუცილებლად უნდა მითითებულიყო. ეს მითითება არ გაკეთებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა არ გეგმავდა ამ ვალდებულებების შესრულებას ერთი საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში თანხების გადანაწილების გზით.
მთავრობის 19 ოქტომბრის დადგენილებით, 2012–2013 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტზე ახლად დაკისრებულმა ვალდებულებმა ჯამში 100.5 მლნ ლარი შეადგინა (თბილისის სოციალური დაცვის პროგრამის წლიური დაფინანსება – 13.3 მლნ ლარი, საქალაქო ტრანსპორტზე შეღავათების წლიური დაფინანსება – 50 მლნ ლარი, თბილისის მუნიციპალური სამედიცინო დაზღვევის წლიური დაფინანსება – 15.3 მლნ ლარი, 2012 წლის დარჩენილ პერიოდში სამივე პროგრამის დაფინანსებისთვის აუცილებელი 21.9 მლნ. ლარი), რამაც ქ. თბილისის ბიუჯეტში იმავე ოდენობის თანხის გამოთავისუფლება გამოიწვია. ამიტომ, თბილისის საკრებულომ, 2012 წლის 20 ოქტომბრის დადგენილებით, თბილისის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები შეიტანა და გამოთავისუფლებული თანხა სხვა პროექტების დასაფინანსებლად მიმართა.
როდესაც რომელიმე მხარჯავ დაწესებულებას ან თვითმმართველ ერთეულს საკუთარი ხარჯების გაზრდა სურს, საჭიროება უნდა დაასაბუთოს. განხილულ შემთხვევაში კი თბილისის ბიუჯეტს 2012 წელს 21.9 მლნ ლარის, ხოლო 2013 წელს 78.6 მილიონი ლარის ვალდებულებები ცვლილებების აუცილებლობის ყოველგვარი დაუსაბუთების გარეშე მოცილდა, რამაც ფაქტობრივად გაზარდა თბილისის ბიუჯეტის ხარჯები და შესაბამისად, შემოსავლები, მაშინ როცა არც თბილისის და არც საქართველოს წინა მთავრობას ბიუჯეტის ზრდისთვის გათვალისწინებული არანაირი პროცედურა არ დაუცავს. სახ. ბიუჯეტის კანონის საბიუჯეტო კანონმდებლობის ამგვარი დარღვევით ცვლილება საბიუჯეტო პროცესს აბსოლუტურად არაპროგნოზირებადს ხდის. საკუთარი ხარჯების სხვისთვის დაკისრება და ამგვარად გამოთავისუფლებული თანხების სხვა პროექტების დასაფინანსებლად მიმართვა არის ისეთი მანევრირება, რასაც არ ცნობს და არც შეიძლება ცნობდეს საქართველოს საბიუჯეტო კანონმდებლობა“ - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საბიუჯეტო პროცედურების დარღვევის შედეგად, საფრთხის ქვეშ დადგა თბილისის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სოციალური დაცვის და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების სრულფასოვნად განხორციელება.
„აღნიშნული ქმედების გამო დაახლოებით 4 მლნ ლარით (30.1 მლნ ლარიდან 26.1 მლნ ლარამდე) შემცირდა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისა (თბილისის მუნიციპალური დაზღვევა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რიგი ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნის სკრინინგი და ქირურგიული მკურნალობა, საშვილოსნოს და დანამატების ექსტირპაცია, თვალის დაავადებათა ოპერაციული მკურნალობა, ჩიყვის ქირურგიული მკურნალობა, ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები) დაფინანსება. ასევე დაახლოებით 10.9 მლნ ლარით ნაკლები (55.1 მლნ ლარის ნაცვლად 44.2 მლნ ლარი) იქნა გათვალისწინებული სოციალური დაცვის პროგრამების (საქალაქო ტრანსპორტზე შეღავათების დაფინანსება, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დახმარების პროგრამა, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის გარკვეული დახმარება, მარტოხელა ხანდაზმულთა დღის ცენტრის პროგრამა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დახმარების პროგრამა და სხვ.) დაფინანსებისთვის.
საქართველოს ახალი მთავრობის 2012 წლის 31 ოქტომბრის დადგენილებით, 19 ოქტომბრის მთავრობის სამივე დადგენილება გაუქმდა, რაც მართებული ნაბიჯი იყო, ზემოაღნიშნული პროცედურული დარღვევების გათვალისწინებით.
შემდეგი გონივრული ნაბიჯი იქნება ან (1) თბილისის საკრებულოს მიერ 20 ოქტომბრის დადგენილებით თბილისის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების გაუქმება და სტატუს–კვოს აღდგენა, ან (2) ცვლილებების აუცილებლობის დასაბუთება და შესაბამისი პროცედურების დაცვით ბიუჯეტის კანონპროექტში ცვლილებების ინიცირება. სხვაგვარად, 2012 წ. სოციალურად დაუცველი თბილისელებისთვის განკუთვნილი შესაბამისი პროგრამების დაფინანსების წყარო ვერ მოიძებნება, რადგან 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონში ასეთი მუხლები გათვალისწინებული არ არის“ - მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ პოზიციით, მნიშვნელოვანია დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო მომავალში მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ზედმიწევნით დაიცვან კანონით დადგენილი საბიუჯეტო პროცედურები და თავი შეიკავონ ამ პროცედურების გვერდის ავლით რაიმე ცვლილებების განხორციელებისგან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა