თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, ფრაქციის წევრებთან ერთად საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს შეხვდა და თბილისის განვითარების ფონდის საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა.
„ჩვენ ბატონ კბილაშვილს ფონდიდან დოკუმენტაციის და თანხის გატანის თაობაზე და საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის თაომაზე საქმის გამოძიების დაწყება ვთხოვეთ. არსებობს ბევრი შეკითხვა, რომელიც ფონდის გაუმჭვირვალე საქმიანობას ეხება. ჩვენ ვცადეთ აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხები მერიის მხრიდან საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულების გზით მიგვეღო, თუმცა მერიამ ეს არ ისურვა და ახლა მათ კანონის მოთხოვნის გზით მოუწევთ საზოგადოებაში ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა“-განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, კონკრეტული საქმე სისხლის სამართლის კოდექსის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხელბს ეხება.

















